weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ფორმულამ“ 1 ოქტომბრიდან მაუწყებლობის უფლება მიიღო

16:59 ხუთშაბათი, 29 აგვისტო 2019

„ფორმულა“ მაუწყებლობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 1 ოქტომბერს დაიწყებს. ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც კომისია აცხადებს, „ფორმულას“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაცია მიანიჭა და უწყებრივ რეესტრში კერძო საერთო მაუწყებლად გაატარა.

„შეგახსენებთ, რომ კომპანიას მაუწყებლობის ავტორიზაციისთვის კანონით განსაზღვრული მთელი რიგი სავალდებულო ინფორმაცია სრულად არ ჰქონდა წარმოდგენილი, შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულას“ განაცხადში დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორება მოსთხოვა. დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ, კომისიამ კომპანიას მაუწყებელობის ავტორიზაცია მიანიჭა“, - აცხადებს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

შპს „ფორმულა“ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2019 წლის 22 ივლისს დარეგისტრირდა. მისი დირექტორი მიხეილ მშვილდაძეა, ერთ-ერთი მეწილე კი ზურაბ გუმბერიძე, რომელიც შპს „ინტერ მედიაში“ 45%-იან წილსაც ფლობს. შპს „ფორმულაში“ გუმბერიძეს, მშვილდაძეს, ირაკლი საღინაძეს და გიორგი ლიფონავას თანაბარი, 25-25%-იანი წილი აქვთ.

ახალი ტელეკომპანიის დაფუძნების შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. სტრასბურგის სასამართლოს 18 ივლისის გადაწყვეტილების შემდეგ „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში გახდა.

როგორც ცნობილია, შპს „ფორმულას“ მიერ დაფუძნებული ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფინანსებელი თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი იქნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]