weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ქვემო ქართლში ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით შსს-მ 55 წლის კაცი დააკავა

17:26 ხუთშაბათი, 29 აგვისტო 2019

ქვემო ქართლში, რუსთავში პოლიციამ დააკავა 55 წლის კაცი, რომელსაც ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანა ედება ბრალად.

გამოძიების თანახმად, ბრალდებული თავის მეუღლეს სისტემატურად ამცირებდა და მასზე ძალადობდა. ერთ-ერთი ბოლო კონფლიქტის დროს, 2019 წლის 24 აგვისტოს ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შსს-ს ცნობით, მას მანამდე პოლიციისთვის არ მიუმართავს.

გამოძიება გენდერული ნიშნით ოჯახის წევრის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მიმდინარეობს. დანაშაული, დამტკიცების შემთხვევაში, 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]