weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ერგნეთის შეხვედრა ჩაშალეს

17:52 ხუთშაბათი, 29 აგვისტო 2019
ფოტო: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ფოტო: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

ერგნეთში მიმდინარე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა საოკუპაციო ძალების წარმოამდგენლებმა ჩაშალეს. ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა საოკუპაციო ძალების მხარდაჭერით უკიდურესად დესტრუქციული პოზიცია დაიჭირეს, რამდენჯერმე გააჟღერეს ულტიმატუმი იმის შესახებ, რომ ქართულ პოლიციას დაეტოვებინა ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანას ტერიტორია და დაემუქრნენ ფორმატის ფუნქციონირებას.

„ამ ფორმატში ულტიმატუმების ენით საუბარი მიუღებელია. ნებისმიერი ულტიმატუმი იმის შესახებ, თუ სად განალაგოს ქართულმა სახელმწიფომ საკუთარი პოლიციური ძალები, შეიცავს ცინიზმით გაჯერებულ აბსურდს და ნებისმიერი გართულების შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ სოფელ ჩორჩანასთან განთავსებულია ქართული პოლიციის სტანდარტული პოსტი.

„ის მდებარეობს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონკტროლირებად ტერიტორიაზე. საოკუპაციო ძალები კი დგანან საოკუპაციო ხაზს მიღმა. „საოკუპაციო ხაზის“ ცნება არის პირობითი და განსაზღვრავს ტერიტორიას, რომელზეც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს კონტროლს და ტერიტორიას, რომელზეც კონტროლს დროებით ვერ ვახორციელებთ“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმის ფარგლებში მომდევნო შეხვედრა 2 ოქტომბრისთვის არის დაგეგმილი.

ერგნეთში დღევანდელ შეხვედრაზე 10 საკითხის განხილვა იგეგმებოდა, თუმცა, აღნიშნული საკითხის გარდა სხვა თემების განხილვა ვერ შედგა. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება მოითხოვდა, ქართულ მხარეს გაეყვანა პოლიციის პოსტი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანადან, რომელიც ზნაურის რაიონის სოფელ წნელისის მიმდებარეა. ცხინვალის მედიის ინფორმაციით, სოფელ წნელისში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით განთავსებულია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის რაზმი, ასევე  მილიციის საგანგებო დანიშნულების რაზმისა და სხვა დე ფაქტო ძალოვანი სტრუქტურების ქვედანაყოფები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]