მაკო გომური პირველ ეტაპზე მკურნალობას საქართველოში გადიოდა, თუმცა მოგვიანებით გერმანიაში გაემგზავრა. მას რამდენიმე ოპერაციის გადატანა მოუხდა.
ოფიციალური მონაცემებით, 20 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის დაშლის შედეგად, 240 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოებში, მათგან 80 სამართალდამცველი იყო. აქციის ორმა მონაწილემ თვალი დაკარგა.
სამართალდამცავებმა აქციის დასაშლელად დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი და სხვადასხვა ფორმის რეზინის ტყვიები გამოიყენეს, მათ შორის ისეთიც, რომელიც ცხოველებისთვისაა განკუთვნილი. გავრცელდა ვიდეომტკიცებულებები, საიდანაც ჩანს, რომ აქციის მონაწილეებს დამიზნებით ესროდნენ.
20 ივნისის საპროტესტო აქცია რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს უკავშირდება. გავრილოვი საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის ფარგლებში ჩამოვიდა. მან ადგილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დაიკავა და იქიდან გახსნა რიგით 26-ე სესია. მის საქციელს მასობრივი საზოგადოებრივი პროტესტი მოყვა. რუსი დეპუტატების დელეგაცია იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა.