weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსმა მესაზღვრეებმა დაკარგული ქართველი მწყემსი ქართულ მხარეს გადმოსცეს

11:53 შაბათი, 22 ივლისი 2017

საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ დაღესტნის საზღვართან დაკარგული ქართველი მწყემსი, 1977 წელს დაბადებული ზურაბ ჩახტაური საქართველოში დააბრუნა.

„მიმდინარე წლის 19 ივლისს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის N5 სამმართველოს (ლაგოდეხი) სასაზღვრო სექტორ „შილდას“ დაუკავშირდა მწყემსი და აცნობა, რომ 18 ივლისს, შებინდებისას საძოვრიდან მხოლოდ ცხვრის ფარა დაბრუნდა, ხოლო მისი ნაცნობი მწყემსი, საქართველოს მოქალაქე, 1977 წელს დაბადებული ზურაბ ჩახტაური გაუჩინარდა.

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, წინასაგამოძიებო მოქმედებები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც გაირკვა, რომ იგი, სავარაუდოდ, რუსმა მესაზღვრეებმა რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაღესტნის მხარეს, სასაზღვრო ზოლის დარღვევის გამო დააკავეს.

ასევე გაირკვა, რომ ზურაბ ჩახტაურს სასაზღვრო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხვრის ძოვების უფლება და სპეციალური საშვი ჰქონდა.

21 ივლისს რუსმა მესაზღვრეებმა ქართველი მწყემსი საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ბლოკ-საგუშაგო „ვებოს“ დასაცავ მონაკვეთზე ქართულ მხარეს გადმოსცეს.

ზურაბ ჩახტაური სასაზღვრო პოლიციის შვეულმფრენის საშუალებით უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს“, – ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]