weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სოფელ ჩორჩანასთან ამ დროისთვის სიმშვიდეა - კახა ქემოკლიძე

11:11 პარასკევი, 30 აგვისტო 2019
კახა ქემოკლიძე. ფოტო: რადიო „თავისუფლება“ კახა ქემოკლიძე. ფოტო: რადიო „თავისუფლება“

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ამ დროისთვის მშვიდი ვითარებაა. ამის შესახებ „რეგინფოს“ ადგილიდან საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა კახა ქემოკლიძემ აცნობა.

„ამ დროითვის აქ სიმშვიდეა, რაიმე მოძრაობა არც საოკუპაციო ხაზს მიღმა შეინიშნება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ქართული პოლიციის პოსტის საკითხზე განცხადებები ემოციურ ფონზე გაკეთდა და თანამშრომლობა დარჩება კონსტრუქციულ რეჟიმში“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

სოფელ ჩორჩანასთან დღეს სავარაუდოდ, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები მივლენ, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან და ეუთოს წარმომადგენლობიდან.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარე, ზნაურის რაიონის ოკუპირებულ სოფელ წნელისში 29 აგვისტოს დე ფაქტო ძალოვანი სტრუქტურების სხვადასხვა დანიშნულების რაზმები განათავსა. ამის მიზეზად საოკუპაციო რეჟიმი სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის პოსტის განთავსებას ასახელებს და პოსტის აღებას მოითხოვს. აღნიშნულ საკითხზე ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელებმა 29 აგვისტოს ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე ულტიმატუმი დააყენეს. კერძოდ, პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის მოადგილის იგორ კოჩიევის განცხადებით, თუ ქართული მხარე 30 აგვისტოს დილის 06:00 საათამდე ჩორჩანადან პოლიციის პოსტს არ აიღებდა, „სამხრეთ ოსეთი მოსახლეობის დასაცავად კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას და მეთოდს მიმართავდა“. ულტიმატუმის მიუხედავად ქართული პოლიციის პოსტი კვლავ ჩორჩანასთანაა განთავსებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]