weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

ცოლზე და შვილებზე ძალადობისთვის აჭარაში სასამართლომ კაცს 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა

13:07 პარასკევი, 30 აგვისტო 2019

ცოლის და არასრულწლოვანი შვილებისადმი ძალადობისთვის აჭარაში, ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ კაცს 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლომ დაადგინა, რომ მსჯავრდებული 3 წლის მანძილზე არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სისტემატურად სცემდა მის ცოლს. ცოლთან ერთად, იგი სისტემატურად აგინებდა, ამცირებდა, შეურაცხყოფდა და აშანტაჟებდა მცირეწლოვან შვილებს.

სისტემატურმა ცემამ და სხვაგვარმა ძალადობამ, დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ფსიქიკური ტანჯვა და ფსიქოლოგიური ტრავმა გამოიწვია“,- ნათქვამია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, 2019 წლის 20 იანვარს კონფლიქტის დროს, რომლის ინიციატორიც მსჯავრდებული იყო, ერთ-ერთ შვილს ხელით ფიზიკური შეურაცხყოფა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე მიაყენა, ხოლო შვილის ძალადობისგან დასაცავად გასაშველებლად ჩარეულ მეუღლეს გულმკერდის არეში ხელი დაარტყა.

პოლიციამ კაცი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2019 წლის 3 თებერვალს დააკავა. მას ბრალი რამდენიმე მუხლით წარუდგინეს - არასრულწლოვნების თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია; ოჯახში ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება და ოჯახის წევრების მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

პროკურატურის ცნობით, ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ბრალდება სრულად გაიზიარა და კაცს 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]