weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

საოკუპაციო ხაზზე ვითარების განსახილველად ჩორჩანასთან შეხვედრა დაიწყო

14:20 პარასკევი, 30 აგვისტო 2019
ფოტო: რადიო „თავისუფლება“ ფოტო: რადიო „თავისუფლება“

საოკუპაციო ხაზზე შექმნილი ვითარების განსახილველად ტექნიკური შეხვედრა დაიწყო. როგორც „რეგინფოს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, შეხვედრა სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს მიმდინარეობს.

ვითარებას ქართული მხარე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად განიხილავს. შეხვედრაში ჩართულები არიან როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ისე ეუთოს წარმომადგენლობა. 

ინფორმაცია ტექნიკური შეხვედრის დაგეგმვის შესახებ დღეს დილით გაავრცელა ცხინვალის სააგენტო „რესმაც“.   

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი სოფელ ჩორჩანასთან განთავსებული ქართული პოლიციის პოსტის აღებას მოითხოვს. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა 29 აგვისტოს, სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე ულტიმატუმი დააყენეს. პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის მოადგილის იგორ კოჩიევის განცხადებით, თუ ქართული მხარე 30 აგვისტოს დილის 06:00 საათამდე ჩორჩანადან პოლიციის პოსტს არ აიღებდა, „სამხრეთ ოსეთი მოსახლეობის დასაცავად კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას და მეთოდს მიმართავდა“. ულტიმატუმის მიუხედავად ქართული პოლიციის პოსტი კვლავ ჩორჩანასთანაა განთავსებული.

საოკუპაციო რეჟიმმა ზნაურის რაიონის ოკუპირებულ სოფელ წნელისში 29 აგვისტოს დე ფაქტო ძალოვანი სტრუქტურების სხვადასხვა დანიშნულების რაზმები განათავსა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]