weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვისაუბრეთ, რომ არ გადავდგამთ ნაბიჯებს ესკალაციისკენ - ირაკლი ანთაძე

16:54 პარასკევი, 30 აგვისტო 2019
ფოტო: ipress.ge ფოტო: ipress.ge

„ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ არ გადავდგამთ ნაბიჯებს ესკალაციისკენ“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს ტექნიკური შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რომელიც სოფელ ჩორჩანასთან გაიმართა.

„მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ყველა მონაწილე შევთანხმდით ფუნდამენტურ პრინციპზე - ჩვენი მცდელობები მიმართული იქნება დაძაბულობის დეესკალაციისკენ და გატარებული იქნება ყველა ძალისხმევა, რომ შესაძლო გართულებები განიმუხტოს კონსტრუქციული თანამშროლობის გზით. ამ მიზნით მომავალ კვირაში კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა გაიმართება, რომლის ზუსტ თარიღზე მოგვიანებით შევთანხმდებით“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

მისივე განცხადებით, ქართულმა მხარემ ცენტრალური ხელისუფლების სახელით დააფიქსირა პოზიცია, რომ წარმოუდგენელია, მოსახლეობას რაიმე საფრთხე დაემუქროს სტანდარტული საპოლიციო საგუშაგოს მხრიდან, რომლის ერთადერთ მიზანს სწორედ უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფა წარმოადგენს. ანთაძის თქმით, მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, დღევანდელ შეხვედრაზე იყო ნიშნები იმისა, რომ დიალოგის კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელების მზაობა არსებობს.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზზე შექმნილი ვითარება განიხილეს. შეხვედრაში ასევე ჩართულები იყვნენ წარმომადგენლები ევროკავშირის სადამდკვირვებლო მისიიდან და ეუთოს წარმომადგენლობიდან. 

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი სოფელ ჩორჩანასთან განთავსებული ქართული პოლიციის პოსტის აღებას მოითხოვს. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა 29 აგვისტოს, სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე ულტიმატუმი დააყენეს. პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის მოადგილის იგორ კოჩიევის განცხადებით, თუ ქართული მხარე 30 აგვისტოს დილის 06:00 საათამდე ჩორჩანადან პოლიციის პოსტს არ აიღებდა, „სამხრეთ ოსეთი მოსახლეობის დასაცავად კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას და მეთოდს მიმართავდა“. ულტიმატუმის მიუხედავად ქართული პოლიციის პოსტი კვლავ ჩორჩანასთანაა განთავსებული.

საოკუპაციო რეჟიმმა ზნაურის რაიონის ოკუპირებულ სოფელ წნელისში 29 აგვისტოს დე ფაქტო ძალოვანი სტრუქტურების სხვადასხვა დანიშნულების რაზმები განათავსა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]