weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საკრებულოს წევრი უცხო ქვეყნის მოქალაქისგან ქრთამის სახით 30 000 დოლარს ითხოვდა

11:57 შაბათი, 22 ივლისი 2017

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ზაზა ზაზაშვილმა აუქციონში გამარჯვების სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქრთამის სახით 30 000 აშშ დოლარი მოსთხოვა. ზაზაშვილი 21 ივლისს დააკავეს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე თვითმმართველი თემი - თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ამავე საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი კომისიის თავმჯდომარე ზაზა ზაზაშვილი დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ზაზა ზაზაშვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეალურ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნულ აუქციონში გამარჯვებაში დახმარებას დაპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოსთხოვა 30 000 აშშ დოლარის გადახდა.

ზაზა ზაზაშვილმა მის მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 15 000 აშშ დოლარი უცხო ქვეყნის მოქალაქეს ჩაარიცხინა საკუთარ საბანკო ანგარიშზე, რის შემდეგაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს“, – ნათქვამია სუს–ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ზაზა ზაზაშვილი საკრებულოში ფრაქცია „ეროვნული ფორუმის“ წევრი იყო. 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა საკრებულოს მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, ვიდრე, 2016 წლოის 1–ლი აგვისტოდან კომისიის ფუნქციონირების უფლებამოსილება გამგეობის კომპეტენციაში გადავიდოდა. 2010-2014 წლებში ზაზაშვილი ასევე იყო თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე; 2002–2007 წლებში მუშაობდა სოფელ რუისპირში ჯერ სოფლის საკრებულოს თავმჯდომარედ, ხოლო შემდეგ რწმუნებულის მოადგილედ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]