weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

მიკროფონს დაგახურავ თავზე - ბაღის გამგე ჟურნალისტს მთავრობით და სუსით ემუქრება

19:36 პარასკევი, 30 აგვისტო 2019
სულხან მესხიძე სულხან მესხიძე

აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტას საბავშვო ბაღის გამგე მედეა მამულაძე TV25-ის ჟურნალისტს ემუქრება. TV 25-მა ფარული ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც თანამშრომლებთან ბაღის გამგის ფიზიკურ დაპირისპირებას ასახავს.

კაროლივით“ ვზივარ ბაღის ხელმძღვანელად, ავაწრიალებ ყველაფერს, დაგახურავ თავზე. არც ვახტანგ ბერიძიდან მაკლია მხარდაჭერა, არც ანზორ ბოლქვაძისგან და არც ბაღების დირექტორისგან და არც უშიშროებისგან. დაგახურავთ ყველაფერს თავზე. რაც ამოსაქექი იყო ვაუჩაძის დროს ამოგექექათ და გაგეშუქებინათ მართლა. ცოტა ნორმალურად იაზროვნე, მე გეუბნები შენ. გაფრთხილებთ, ანზორ ბოლქვაძეს კიდევ შევაწუხებ, ვახო ბერიძეს კიდევ შევაწუხებ. თორნიკე რიჟვაძესთანაც შესასვლელი ვარ, მთელი ცხოვრება მაქვს მოსაწყობი და კიდევ შევაწუხებ, მაგ 25-ე არხის მიკროფონს დაგახურავ თავზე“- ამბობს მედეა მამულაძე სატელეფონო ინტერვიუში, რომელიც ჟურნალისტმა ჩაწერა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც TV 25-ის ეთერში სიუჟეტის შესახებ ანონსი გავიდა, მედეა მამულაძე ჟურნალისტ სულხან მესხიძეს დაუკავშირდა და სიუჟეტის წაშლა მოსთხოვა. უარის მიღების შემდეგ კი, ჟურნალისტის თქმით, თვითმკვლელობით დაიმუქრა. ტელეკომპანიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]