დაჭრილი ქალი, გუშინ. 19:00 საათზე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის, გია ბექიკიანის თქმით, პაციენტი 33-34 წლისაა და მას კისრის არეში მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა.
„შემოყვანის დროს მძიმე მდგომარეობაში იყო. პაციენტს ჩაუტარდა პირველადი ქირურგიული დახმარება, ამ ეტაპზე რჩება ჩვენთან, თუმცა მდგომარეობა სტაბილურია, იგი კონტაქტურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“,- ამბობს ექიმი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაჭრილის ქმარი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.