შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ დაშავებული კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
კონდიციონერი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან ჩამოვარდა. „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ინფორმაციით, გამაგრილებელი საშუალება ხის მცირე კონსტრუქციაზე იყო დამონტაჟებული. ადგილობრივების თქმით, კონდიციონერს სპეციალისტი სადემონტაჟო სამუშაოებს უტარებდა, რა დროსაც იგი მოულოდნელად გადმოვარდა და ქუჩაში მყოფ გამვლელს დაეცა.
გამოძიება სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევას მუხლით დაიწყო, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.