„არჩილ დევრიშაძე ტაქსით მოვიდა. არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა. ვუთხარი რატომ მაგინებ მეთქი. რას ჰქვია რატომ გაგინებო. ამოიღო იარაღი, გადატენა და გაისროლა. ამ დროს მე ღობეზე გადავხტი და გავიქეცი“, - ამბობს რომან ქათამაძე.
მისივე თქმით, არჩილ დევრიშაძემ ის რამდენიმე დღის წინ, აღმაშენებლის ქუჩაზე გააჩერა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა. რა გახდა პოლიციელის მხრიდან მუქარის მიზეზი, მისთვის უცნობია. თვითმხილველების თქმით, გუშინდელი თავდასხმის დროს არჩილ დევრიშაძე ამბობდა, რომ რომან ქათამაძეს ორი დღე ეძებდა.
„აჭარის ტელევიზიასთან“ საუბარში რუსთაველის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ პოლიციის თანამშრომელმა ორი ტყვია გაისროლა და შემდეგ გაიქცა. მათივე თქმით, შემთხვევის დროს ქუჩაში ბავშვები იყვნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე მოკვლევას გენერალური ინსპექცია აწარმოებს.