შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს სამი მიკროავტობუსი და ერთი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
დაშავებულები სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცნობით, მათი უმეტესობა სომხეთის მოქალაქეა, მათ შორის ასევე არიან საქართველოს და აზერბაიჯანის მოქალაქეები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.