გამოძიების თანახმად, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 80 აბი „მეტადონი“, ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება და 143 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით მიმდინარეობს. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში, 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.