weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქართულმა მხარემ უპილოტო საფრენ აპარატს ცეცხლი გაუხსნა - ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი

16:12 კვირა, 01 სექტემბერი 2019

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ მათი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.

"1 სექტემბრის დილას უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც სამხრეთ ოსეთის ძალოვან სტრუქტურებს ეკუთვნოდა, ჰუმანიტარულ ოპერაციას ატარებდა სოფელ წნელისის მაცხოვრებლების უსაფრთხოებისთვის. აპარატი ვიდეოთვალით სახელმწიფო საზღვართან განვითარებულ მოვლენებს აკვირდებოდა. დილის 10 საათზე ქართულმა მხარემ აპარატს გაფრთხილების გარეშე ცეცხლი გაუხსნა, რომელიც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისკენ იყო მიმართული",- ნათქვამია განცხადებაში. 

ოსური მხარე ამბობს, რომ ინციდენტის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია და საკითხს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ მორიგ შეხვედრაზე განიხილავენ. 

"ამავე დროს საჭიროდ ვთვლით განვაცხადოთ, რომ სამხრეთ ოსეთის სამოქალაქო უპილოტო საფრენი აპარატისთვის ცეცხლის გახსნა არის ცალსახა პროვოკაცია და მტკიცებულება, რომ ქართული მხარე მოკლებულია მოლაპარაკების უნარს და ორიენტირებულია კიდევ ერთ შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაციაზე სამხრეთ ოსეთთან",- ნათქვამია განცხადებაში. 

„რეგინფო“ დაუკავშირდა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს, ინფორმაციის მიღებისთანავე მათ პასუხს შემოგთავაზებთ.

სიტუაცია საოკუპაციო ხაზთან მას შემდეგ გამწვავდა, რაც ქართულმა მხარემ არ შეასრულა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მოთხოვნა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან განთავსებული ქართული პოლიციის პოსტი არ აიღო. 

30 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან მხარეებს შორის ტექნიკური შეხვედრა გაიმართა. ქართული მხარის განცხადებით, შედგა შეთანხმება, რომ არ გადაიდგმება ნაბიჯები ესკალაციისკენ და მომავალ კვირაში კიდევ ერთი შეხვედრა შედგება. მოგვიანებით ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ სოფელ ჩორჩანას მიმდებარე, ოკუპირებულ სოფელ წნელისში ე.წ. სასაზღვრო პოსტის გახსნის შესახებ განაცხადა და ადგილზე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დროშაც აღმართა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]