weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მამუკა ბახტაძე თვლის რომ „ბათუმი რივიერა“ უნდა აშენდეს

16:35 ორშაბათი, 02 სექტემბერი 2019

ყოფილი პრემეირ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ აჭარაში, ბათუმის ისტორიულ ნაწილში 5 ცათამბჯენი უნდა აშენდეს.

„მე რამდენადაც ვიცი მილიარდის ინვესტიციაზეა საუბარი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციაა. ბუნებრივია, არსებობს ის პარამეტრები და რეგულაციები, რითაც ხდება ასეთი პროექტების აშენება. მე ძალიან კარგად ვიცი წარმატებული ზღვისპირა ქალაქების ურბანული განვითარება როგორ ხდება. ნებისმიერი ტიპის მსგავსი მასშტაბის პროექტი, რომელიც ქალაქს მეტ უპირატესობას მოუტანს, არის გასაკეთებელი. ჩემი პასუხი ძალიან მარტივია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ ტექნოპარკში გამართულ შეხვედრაზე, სადაც იგი თოქ-შოუების წამყვანებს ხვდება.

ბათუმის საკრებულომ საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე, 22 აგვისტოს „ბათუმი რივიერას“ გეგმა დაამტკიცა. ეს ნიშნავს, რომ ქალაქ ბათუმის ისტორიულ ნაწილში, ზღვის სანაპიროზე 5 ცათამბჯენი აშენდება.

„ბათუმი რივიერა“ „სილქ როუდ ჯგუფის“ პროექტია. მისი მხარდამჭერია „თანაინვესტირების ფონდი“. პროექტის არქიტექტურულ დიზაინზე და გეგმაზე საერთაშორისო კომპანია „ჩეპმენ ტეილორი“ მუშაობს.

პროექტი 6 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს, იგი 4 ფაზისგან შედგება და საერთო ჯამში, მთლიანი ინვესტიცია, წინასწარი გათვლებით მინიმუმ 350 მილიონ აშშ დოლარს მიაღწევს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]