weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სოფელ ყარაფილასთან რუსმა ოკუპანტებმა ხნული გაავლეს

13:52 შაბათი, 22 ივლისი 2017
სოფელ ყარაფილასთან რუსმა ოკუპანტებმა ხნული გაავლეს ფოტო © Qartli.ge

კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილასთან, საოკუპაციო ხაზის აღმნიშვნელი ბანერიდან რამდენიმე მეტრში რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნული გაავლეს. შედეგად ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ერთ-ერთი მონაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

ადგილობრივების თქმით, ხნული 21 ივლისს, დილით, რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლის მეთვალყურეობის ქვეშ, ორმა ტრაქტორმა გაავლო. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში ყარაფილას მცხოვრები გიორგი ტეხაშვილი ამბობს, რომ ხნული ამ ადგილას პირველად ორი წლის წინ გაავლეს და ადგილობრივებს მის მიღმა დარჩენილი მიწის დამუშავება აუკრძალეს.

ყარაფილას ოკუპირებული სოფელი ორჭოსანი ესაზღვრება, სადაც გიორგი ხატაშვილის შვილი ცხოვრობს. ის ამბობს, რომ ორი წლის წინ, როდესაც ე.წ. საზღვრის გადაკვეთას და ორჭოსანში გადასვლას ცდილობდა დააკავეს და ცხინვალის იზოლატორიდან ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

გიორგი ტეხაშვილის თქმით, ახალმა ხნულმა ძირითადად ორჭოსნელები დააზარალა, რადგან 18 ჰა მიწის ფართობი, რომელიც კომუნისტების პერიოდში ყარაფილას მეურნეობამ ორჭოსანის საბჭოთა მეურნეობას გადასცა, ყარაფილას მხარეს დარჩა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით ხნულის გავლება ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებაა, რომელიც ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და მიზანმიმართულად აზიანებს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს.

სუს-ში აცხადებენ, რომ ამ საკითხს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მომავალ შეხვედრაზე განიხილავენ. 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]