weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ახალგორში შესვლა შესაძლოა ორი დღით შეწყდეს

18:02 ორშაბათი, 02 სექტემბერი 2019
ახალგორი. ფოტო: სააგენტო „რესი“ ახალგორი. ფოტო: სააგენტო „რესი“

ოკუპირებულ ახალგორში შესასვლელი პუნქტი შესაძლოა, 2 დღით ჩაიკეტოს. ამის შესახებ „რეგინფოს“ ახალგორში მცხოვრებმა აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა აცნობა.

„სწავლის დაწყებისას და დასრულებისას სხვადასხვა ღონისძიების გამო ახალგორში შემოსასვლელი რამდენიმე დღით ყოველთვის იკეტება. გამშვებ პუნქტზე ყოველდღიურად გადაადგილება 20:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე წყდება. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ამჯერადაც ხვალ, 3 სექტემბრის საღამოს, პუნქტი ჩვეულ დროს ჩაიკეტება და 2 დღეში ისევ დაიწყება გადაადგილება. რატომღაც ამ ამბავმა დაბაში პანიკა გამოიწვია, ხალხი ფიქრობს, რომ საერთოდ აიკრძალება გადაადგილება. თუმცა, ასეთი დროებითი შეზღუდვა ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში და ბოლოს არის“, - განაცხადა თამარ მეარაყიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]