weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დასკვნას აუცილებლად გაეცნობიან დიპლომატები - პროკურატურა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე

21:00 ორშაბათი, 02 სექტემბერი 2019
ფოტო: საქართველოს პროკურატურა ფოტო: საქართველოს პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა ადასტურებს ინფირმაციას, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების საქმის შესახებ დასკვნას დიპლომატიური კორპუსის წარომამდგენლებს გააცნობს. ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

უწყებამ ამგვარად უპასუხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დღევანდელ განცხადებას იმის შესახებ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები 6 სექტემბერს პროკურატურაში დახურულ შეხვედრაზე მიიწვიეს: „რაც შეეხება ბრალდებულთა მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას 6 სექტემბერს დაგეგმილ ე.წ. დახურულ შეხვედრასთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ აღნიშნულ დროს არანაირი შეხვედრა არ იგეგმება, თუმცა, უმაღლესი კვალიფიკაციის უცხოელი ექსპერტების მიერ მომზადებულ დასკვნას აუცილებლად გაეცნობიან საერთაშორისო ორგანიზაციები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები“.

პროკურატურა აქვე აღნიშნავს, რომ ბრალდებულების მიზანი მათ საქმეზე დასკვნის წინმსწრებად დისკრედიტაციაა:

„აბსოლუტურად არაადეკვატური და მიუღებელია პრეზუმფციული ხასიათის ეჭვის შეტანა საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე იურისტების მიუკერძოებლობაში, მხოლოდ და მხოლოდ იმ საბაბით, რომ მათ საექსპერტო დასკვნის მომზადება საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შესთავაზა. ბრალდებულთა მხრიდან ექსპერტების  საქმიანობის  და პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელთა ჩართულობის მიმართ ეჭვების დაფიქსირება, მათი მხრიდან პრევენციულ ხასიათს ატარებს და  მიზნად ისახავს  წინმსწრებად დასკვნის დისკრედიტაციას“.  

საქართველოს გენერალური პროკურატურა ასევე აღნიშნავს, რომ ბრალდებულთა ინტერესების გათვალისწინებით, უარი თქვა საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებაზე, როდესაც მსგავსი შინაარსის საქმეებში მხილებული პირები სასამართლოს განაჩენს  წინასწარ პატიმრობაში ხვდებიან: „ამის ნაცვლად, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდებიან არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების პირობებში და არც მათი გადაადგილებაა შეზღუდული, მათ შორის, არც საზღვარგარეთის ქვეყნებში შესაბამისი თანხმობის შემთხვევაში.“

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს უმაღლესი სტანდარტების დაცვით და ბრალდებულთა მხრიდან ნებისმიერი მსგავსი მცდელობის მიუხედავად, საქმეზე გამოძიება გაგრძელდება ობიექტურად, გამჭვირვალედ და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დღეს გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოს პროკურატურამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები 6 სექტემბერს დახურულ შეხვედრაზე მიიწვია, რომელზეც  დაგეგმილია პროკურატურის მიერ დაქირავებული ორი უცხოელი ექსპერტის მოსაზრებების და დასკვნის წარდგენა.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს გენერალური პროკურატურა ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. მათ ბრალი 24 ივლისს წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდათ. გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების ანგარიშები დააყადაღა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]