weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საშვების მიუხედავად, „სირცხვილიას“ მონაწილეებს პარლამენტში არ უშვებენ

12:18 სამშაბათი, 03 სექტემბერი 2019
ფოტო: რადიო თავისუფლება ფოტო: რადიო თავისუფლება

აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეებს, რომლებიც პარლამენტის შენობასთან არიან შეკრებილები საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ. აქციის მონაწილეები თავად ამბობენ, რომ პარლამენტში მოსახვედრად აუცილებელი საშვები მათზე დაშვებული იყო, თუმცა პოლიციამ ისინი შენობაში არ შეუშვა.

აქცია „სირცხვილიას“ ერთ-ერთი მონაწილე ლექსო მაჭავარიანი ამბობს, რომ სულ 5 მოქალაქეზე იყო დაშვებული საშვი. მისივე თქმით, პარლამენტში არ უშვებდნენ დეპუტატ ელენე ხოშტარიას.

აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეები დღეს დილიდან საპროტესტო აქციებს მართავენ. მათ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად წარდგენა ჯერ „ქართული ოცნების“ ოფისთან გააპროტესტეს, შემდეგ კი პარლამენტის შენობასთან გადმოინაცვლეს, სადაც პლენარული სხდომა იმართება. სხდომის მთავარი საკითხი სამთავრობო ცვლილებების განხილვაა.

დღეს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელა. გახარიას გადადგომას აქცია“სირცხვილიას“ მონაწილეები უკვე 76-ე დღეა ითხოვენ.

გახარიას მიმართ სამოქალაქო პროტესტი 20 ივნისის ღამის შემდეგ დაიწყო. ამ დღეს პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად პოლიციამ დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი და სხვადასხვა ფორმის რეზინის ტყვიები გამოიყენა, მათ შორის ისეთიც, რომელიც ცხოველებისთვისაა განკუთვნილი. გავრცელდა ვიდეომტკიცებულებები, საიდანაც ჩანს, რომ აქციის მონაწილეებს დამიზნებით ესროდნენ.

ოფიციალური მონაცემებით, 20 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის დაშლის შედეგად, 240 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოებში, მათგან 80 სამართალდამცველი იყო. აქციის ორმა მონაწილემ თვალი დაკარგა.

20 ივნისის საპროტესტო აქცია რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს უკავშირდება. გავრილოვი საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის ფარგლებში ჩამოვიდა. მან ადგილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დაიკავა და იქიდან გახსნა რიგით 26-ე სესია, რასაც მასობრივი საზოგადოებრივი პროტესტი მოყვა. რუსი დეპუტატების დელეგაცია იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]