weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზაქარია ქუცნაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

14:00 სამშაბათი, 03 სექტემბერი 2019

საქართველოს პარლამენტმა თიანეთის, ყაზბეგისა და დუშეთის მაჟორიტარ დეპუტატს ზაქარია ქუცნაშვილს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყვიტა.

ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი პარლამენტის 96-მა წევრმა დაუჭირა.

ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტის წევრის მანდატის დატოვებაზე 21 ივნისს განაცხადა. ამას წინ უძღოდა, 20 ივნისს, პარლამენტში, მართლმადიდებლური ასამბლეის ფარგლებში, რუსული დელეგაციის ვიზიტი. ასამბლეას რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი რუსულ ენაზე უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიდან. როგორც გაირკვა, ასამბლეის ფორმატის შესახებ ინფორმირებული იყო ქუცნაშვილი, რომელიც ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი იყო.

თბილისში გავრილოვის ვიზიტს ხალხმრავალი საპროტესტო აქციები და დაძაბულობა მოჰყვა. საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა, გავრილოვი რუსული დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად მოსკოვში სასწრაფოდ დაებრუნებინა. იმავე საღამოს, მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა პარლამენტის შენობის წინ, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ირაკლი კობახიძის გადადგომის მოთხოვნით. საპროტესტო აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. დაშავდა 240 ადამიანი, ორმა ადამიანმა კი თვალი დაკარგა.

ზაქარია ქუცნაშვილმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით 28 ივნისს მიმართა.

მოქმედი კანონმდებლობით, რადგან ქუცნაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება 15 ივლისის შემდეგ შეუწყდა, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარული არჩევნები 2020 წელს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]