საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ტურისტის სამძებრო სამუშაოებში 15 მაშველი მონაწილეობდა. მათ ცხედარს 21 ივლისს, დილის 08:00 საათზე, ჩავარდნის ადგილიდან 3 კილომეტრში მიაკვლიეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.