weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. სასაზღვრო სოფლებში რეიდებს იწყებს

14:16 სამშაბათი, 03 სექტემბერი 2019
ფოტო: სააგენტო „რესი“ ფოტო: სააგენტო „რესი“

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება რუსულ საოკუპაციო ძალებთან ერთად ე.წ. სასაზღვრო სოფლებში რეიდებს იწყებს. როგორც სააგენტო „რესი“ უშიშროების დე ფაქტო კომიტეტზე დაყრდნობით წერს, რეიდები სექტემბერში დაიწყება.

„ღონისძიებების კომპლექსის მიზანია, გაკონტროლდეს სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის მდგომარეობა, სასაზღვრო ზონაში პირებისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება და დროებითი ყოფნა, სასაზღვრო დასახლებულ პუნქტებში ეზოებში გახშირებული გრაფიკით შემოვლა“, - აცხადებს დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი.

დე ფაქტო უწყება ასევე სთხოვს, ე.წ. სასაზღვრო სოფლების მოსახლეობას, სახლიდან გასვლისას თან იქონიონ დოკუმენტები და გაგებით მოეკიდონ აღნიშნული ღონისძიებებით შექმნილ უხერხულობებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]