weather cur horoscope tv
მაისი 27, 2020

„სირცხვილიას“ მონაწილეების თქმით, დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ აქტივისტს ხელი დაარტყა

15:16 სამშაბათი, 03 სექტემბერი 2019 hits 834
ფოტო: თამარ კაკაბაძე ფოტო: თამარ კაკაბაძე

აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეები ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ერთ-ერთ მათგანს ხელი დაარტა, ხოლო მეორესთან ამის მცდელობა ჰქონდა, მაგრამ ვერ შეძლო. აქციის მონაწილეების თქმითვე, დეპუტატმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც დეპუტატი ჯაფარიძე პარლამენტის შენობას ტოვებდა, სადაც აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეები იყვნენ შეკრებილები. ისინი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას დასახელებას აპროტესტებდნენ.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თამარ კაკაბაძემ „რეგინფოს“ უთხრა, რომ პირი, რომელსაც ვიქტორ ჯაფარიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, პოლიციას ჩვენებას აძლევს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ განუცხადეს, რომ ფაქტის შესწავლა მიმდინარეობს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]