ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც დეპუტატი ჯაფარიძე პარლამენტის შენობას ტოვებდა, სადაც აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეები იყვნენ შეკრებილები. ისინი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას დასახელებას აპროტესტებდნენ.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თამარ კაკაბაძემ „რეგინფოს“ უთხრა, რომ პირი, რომელსაც ვიქტორ ჯაფარიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, პოლიციას ჩვენებას აძლევს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ განუცხადეს, რომ ფაქტის შესწავლა მიმდინარეობს.