როგორც ეპარქიაში აცხადებენ, დაგეგმილია სოფლების დალოცვა, ხანდაზმული წყვილების საზეიმო ჯვრისწერა, მოსახლეობასთან შეხვედრა, ასევე, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ჯვრის აღმართვა.
განცხადება გორისა და ატენის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
გორისა და ატენის ეპარქია გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მას მიტროპოლიტი ანდრეა უდგას სათავეში.