weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

კომუნიკაციების კომისიამ „ტვ პირველი“ დააჯარიმა

16:34 სამშაბათი, 03 სექტემბერი 2019

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია „პირველი“ 23 513.21 ლარით დააჯარიმა. როგორც კომისია განმარტავს, ტელეკომპანიამ ეთერში მხატვრული ფილმები არამართლზომიერად აჩვენა.

„2019 წლის 29 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში ჩატარებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ „ტვ პირველის“ ეთერში ნაჩვენებია ფილმები, რომლის მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომპანიას არ გააჩნია. კომისიის მხრიდან არაერთი მცდელობისა და კომპანიისთვის დამატებითი ვადის მიცემის მიზნით კომისიის სხდომების გადადების მიუხედავად, ტელეკომპანიამ აღნიშნულ ფილმებზე შესაბამისი დოკუმენტაცია არ წამოადგინა.

კომპანიის მხრიდან კანონდარღვევის ჩადენის დენადი ხასიათის გამო, აღნიშნული ოდენობის ჯარიმა მაუწყებელს, კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური ოდენობით, კომპანიის წლიური შემოსავლის 0.6% დაეკისრა“, – ნათქვამია კომისიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

კომუნიკაციების კომისია აღნიშნავს, რომ მსგავსი კანონდარღვევის გამო, „ტვ პირველი“ 2019 წლის 7 მარტს წერილობით გააფრთხილეს, ხოლო 30 მაისს შემოსავლის 0.1%-ის (3496.74 ლარი) ოდენობით ფინანსური ჯარიმა დააკისრეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]