პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ მუშა ახალციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ შუახნის მამაკაცი კონტაქტური იყო.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.