weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მთის კანონით სოციალური პროგრამებისთვის 183 მილიონი ლარი დაიხარჯა

21:41 სამშაბათი, 03 სექტემბერი 2019
მთის კანონით სოციალური პროგრამებისთვის 183 მილიონი ლარი დაიხარჯა ფოტო ©️ გიორგი ნიკოლავა

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სოციალური პროგრამების ფარგლებში, მთაში მცხოვრები მოსახლეობისთვის 183 მლნ ლარი დაიხარჯა 2016 წლიდან 2019 წლის ივლისის ჩათვლით.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი, მეორე, მესამე და ყოველი მომდევნო შვილის დაბადებისას ფულადი დახმარების სახით 15 ათასამდე ბენეფიციარზე გაიცა 23 მილიონ ლარზე მეტი; საპენსიო დანამატის სახით 81 ათას ბენეფიციარზე გაიცა 82.5 მლნ ლარი; სოციალური პაკეტზე დანამატის სახით 17 ათასამდე ბენეფიციარზე გაიცა 10 მლნ ლარზე მეტი; სამედიცინო პერსონალისთვის დანამატის სახით 1,700-ზე მეტ ბენეფიციარზე გაიცა 12.3 მლნ ლარი; ელექტროენერგია დაახლოებით 20 მლნ ლარით აუნაზღაურდა 90 ათასამდე ბენეფიციარს; მასწავლებლებზე და მწვრთნელებზე დანამატის სახით გაიცა 34 მლნ ლარზე მეტი.

საქართველოს პარლამენტმა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონი 4 წლის წინ, 2015 წლის 16 ივლისს მიიღო. იმავე წელს შეიქმნა მთის განვითარების ეროვნული საბჭო და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი. სამინისტროს განმარტებით, კანონის მიღებისა და ამ ღონისძიებების მთავარი მიზანი მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის ადგილზე დამაგრებისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის ხელშეწყობაა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოს 1,731 დასახლებას აქვს მინიჭებული მაღალმთიანის სტატუსი.ს საქართველოს ყველა დასახლების თითქმის ნახევარია, თუმცა აქ მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 9% ცხოვრობს. ამ ეტაპზე, მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით 245 287 პირი სარგებლობს.

კანონის თანახმად, დაწესებულია როგორც სოციალური, ისე საგადასახადო შეღავათები.

სამინისტროს ინფორმაციით, ყოველწლიურად მთიან დასახლებებში რეაბილიტაცია უტარდება ათობით კილომეტრ გზას. მთის მოსახლეობის ყოფის გაუმჯობესებისა და ეკონომიკურ აქტივობის ხელშეწყობის მიზნით, იგეგმება მსხვილი და სტრატეგიული დანიშნულების გზების მშენებლობები. ასეთი პროექტებია: პირიქითა ხევსურეთთან დამაკავშირებელი როშკა-არხოტის 28 კმ-იანი გზის მშენებლობა; ზემო იმერეთი - რაჭის დამაკავშირებელი 51.8 კმ-იანი საავტომობილო გზის მშენებლობა; სნო - ჯუთა - როშკა - შატილი და კიდევ რამდენიმე ხეობის და ასევე, ბაღდათი- აბასთუმნისა და ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გზების მშენებლობა.

„აწარმოე საქართველოს ფარგლებში, მაღალმთიანი დასახლებების ფონდიდადნ დაფინანსდა 2 ათას პროექტზე მეტი; საძოვრების გამოყენების პროგრამით 29 ბენეფიციარზე 2017 წლიდან გაიცა 17 მლნ ლარზე მეტი; „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გასულ წელს გამოიყო 1 მლნ ლარი, ხოლო წელს - ნახევარი მლნ ლარი; „მაღალმთიან რეგიონებში პირველადი სამედიცინო (ექიმამდელი) დახმარების ხელმისაწვდომობისთვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გასულ წელს გამოიყო 23 000 ლარი.

2 მლნ ლარით ფინანსდება წელს მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, 1 მლნ ლარით კი - ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა.

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებში წელს გამოყოფილია 1 220 000 ლარი.

დონორი ორგანიზაციების დახმარებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეიმუშავა „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის 2019-2023 წლების“ პროექტი, რომლის მიზანია მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარება, იქ მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერა და  სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

სტრატეგიით დაგეგმილია საშუალო, მცირე, მიკრო ბიზნესის ხელშეწყობა და მეწარმეთა საჭიროებებზე ორიენტირებული საინვესტიციო პროგრამების შემუშავება, ფერმერული მეურნების და კოოპერატივების, ასევე - ბაზარზე მოთხოვნადი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების მხარდაჭერა, აგროდაზღვევის სისტემის განვითარება, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური და სამეწარმეო საქმიანობის წახალისება, სამეწარმეო უნარების ასამაღლებლად შესაძლებლობების შექმნა და განვითარების სპეციალური პროგრამების შემუშავება.

სახელმწიფოს სტრატეგიის ნაწილი იყო 2013 წელს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დაარსება, რომლის ფუნქციად განისაზღვრა საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტის (გუდაური, ბაკურიანი, (დიდველი, კოხტა-მიტარბი) გოდერძი, მესტია (თეთნულდი და ჰაწვალი) მართვა, მათი განვითარების მიზნით.

სამინისტროს ცნობით, ბოლო წლებში საქართველოს მთის კურორტებზე ტურისტების რაოდენობა 578 %-ით არის გაზრდილი 2011-2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]