weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მთავრობა 40 ათასამდე პირს ადმინისტრაციული სახდელისგან ათავისუფლებს

22:56 სამშაბათი, 03 სექტემბერი 2019
ფოტოზე ანრი ოხანაშვილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფოტოზე ანრი ოხანაშვილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც 38 140 პირის ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლდება სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირი (რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია); ასაკით პენსიონერი (ქალი 60 წლის ასაკიდან, მამაკაცი 65 წლის ასაკიდან); შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი; მარტოხელა მშობელი; დევნილი.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, აღნიშნული კატეგორიის პირებს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის გამო დაეკისრათ ჯარიმა, რომლის გადახდა და მისი გადაუხდელობით წარმოქმნილი საურავი, მძიმე ტვირთად აწვება როგორც მათ, ასევე მათ ოჯახებს, რის გამოც მნიშვნელოვანია გარკვეული შეღავათის შემოღება.

აღნიშნული კატეგორიის პირების მიმართ აღსრულების განხორციელება პრაქტიკულად უპერსპექტივოა. ასეთ დროს, აღმასრულებლის მიერ ხდება ქონების მოძიება, პირის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაცია, ქონების დაყადაღება (მისი არსებობის შემთხვევაში), საცხოვრებელ ადგილას მისვლა და საოჯახო ნივთების დაყადაღება. როგორც წესი, ასეთი კატეგორიის პირებს არ გააჩნიათ ისეთი ქონება, რომლიდანაც შესაძლებელია გადახდევინება და თანხის ამოღება.

კანონპროექტის მიღებით 6 კატეგორიის ის ფიზიკური პირები გათავისუფლდებიან ფულადი სახის ადმინისტრაციული სახდელისგან, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2019 წლის 15 იანვრამდე და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.

აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარმოებაში არსებულ საქმეებზე დაკისრებულ ჯარიმასა და საურავს აღარ გადაიხდიან: სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი 26 086 პირი - 16 940 271.34 ლარი; 2 410 ასაკით პენსიონერი - 1 891 593.1 ლარი; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 2 196 პირი - 1 469 339.72 ლარი; ომისა და სამხედრო ძალების 1 215 ვეტერანი - 666 381.21 ლარი; მარტოხელა 134 მშობელი - 54 568 ლარი; 6 099 დევნილი - 2 644 383.18 ლარი.

განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ კანონპროექტის მიღებით დაიზოგება ერთ სააღსრულებო საქმეზე გასაწევი, დაახლოებით 14.22 ლარი, ჯამში 38 140 სააღსრულებო საქმეზე გასაწევი ხარჯი, დაახლოებით 542 350.8 ლარის ოდენობით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]