პოლიციის ინფორმაციით, მომხდარის ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის. თუმცა ძალადბობა ნაკლებად სავარაუდოა და საქმეს იძებენ როგორც უბედურ შემთხვევას.
საქართველოს მოქალაქის სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენიც იყო ჩართული. იქიდან გამომდინარე, რომ კანიონი ღრმაა, წყალი კი ყინულოვანი ზოგიერთი ადგილის დათვალიერება შეუძლებელია.
პოლიცია ნიკა ბეგაძის გაუჩინარებმდე ცოტა ხნით ადრე სათვალთვალო კამერით გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მოსახლეობას სთხოვს, თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია დაკარგულის შესახებ, ქალაქის სამართალდამცავებს დაუყოვნებლივ შეატყობინონ.
ისლანდიაში საქართველოს კონსული ქეთა მარკოზია ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქის სამძებრო სამუშაოები ხვალაც გაგრძელდება.
ნიკა ბეგაძე ქალაქ რეიკიანესბერში ცხოვრობდა და ისლანდიის მთავრობისგან თავშესაფრის მიღებას ელოდებოდა.