ცეცხლი საწვავით სავსე რეზერვუარს გაუჩნდა. არსებობდა ცეცხლის სხვა რეზერვუარებზე გავრცელების საფრთხე, რაც დამატებით საშიშროებას წარმოქმნიდა. თუმცა, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად სწრაფად მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება.
ამ დროისათვის მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობს 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებიდან.