weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თელავში „ნაქალაქარზე“ აღმოჩენილ ობიექტებს ძეგლის სტატუსი მიენიჭათ

10:11 ოთხშაბათი, 04 სექტემბერი 2019

თელავის მუნუიციპალიტეტის მერიამ თეთრიწყლების ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე (ე.წ. „ნაქალაქარი“) 2018 წელს სადაზვერვო-არქეოლოგიური სამუშაოები ჩაატარა, რის შედეგადაც, მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ნაშთები გამოვლინდა.

აღნიშნულ ობიექტებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის 2019 წლის 12 აგვისტოს ბრძანების საფუძველზე, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა: კუნტურის (კუნტუს) ეკლესიას XI-XVIსს; ქაჯიანხევის მცირე ეკლესიას; ფსიტის (ფსიტიანის, საფსტეს, თურდოს) ციხეს (V-XVIIIსს); ღვთისმშობლის ეკლესიას (VIII-IXსს).

„ნაქალაქარის“ სადაზვერვო არქეოლოგიური სამუშაოების დროს, გამოვლინდა ფსიტის ციხის ქვედა ციხე, რომლის გალავანის კედლებში ჩართულია სასახლე, ეკლესია და კოშკები. ციხე მსგავსებას ავლენს უჯარმის ციხესთან და მას მდებარეობის გამო, ხეობის ჩამკეტი ციხის ფუნქციაც უნდა ჰქონოდა. ამავე ტერიტორიაზე აღმოჩენილია გვიანი ბრინჯაო-ადრე რკინის ხანის სადგომები, გალავანი, დამუშავებული კაჟის ქვა, ადრე შუასაუკუნეების ხარო, განვითარებული შუასაუკუნეების კერამიკული ნაწარმი, რკინის ისრის და შუბის პირები და ა.შ. „ნაქალაქარის“ ტერიტორიაზე დაფიქსირებული ნაგებობების და არტეფაქტების პირველადი დათარიღება გვიჩვენებს, რომ ობიექტზე გვიან ბრინჯაოს ხანიდან დაწყებული განვითარებული შუასაუკუნეებით დასრულებული თითქმის უწყვეტი ცხოვრების კვალი ფიქსირდება, რაც საკმაოდ იშვიათ ფაქტს წარმოადგენს.

[R] თელავის მუნიციპალიტეტის მერია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]