weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

საპარლამენტო ოპოზიცია საკომიტეტო მოსმენებს ბოიკოტს უცხადებს

11:58 ოთხშაბათი, 04 სექტემბერი 2019

პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო განხილვებს, სადაც მთავრობის წევრობის კანდიდატებს უსმენენ საპარლამენტო ოპოზიცია არ დაესწრება. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის თინა ბოკუჩავას თქმით, განხილვებში მონაწილეობა არც „ევროპული საქართველო“ არ მიიღებს.

„არცერთი ოპოზიციის წარმომადგენელი საკომიტეტო მოსმენებს არ დაესწრება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კრიმინალი გახარიას მიერ წარმოდგენილი მთავრობა და მის განხილვაში მონაწილეობა არის სრული ფარსი. შეურაცხყოფა და სულში ჩაფურთხება იმ ადამიანების, რომლებმაც თვალი დაკარგეს, ამ ყველაფრის შემოქმედი და არქიტექტორი იყო გიორგი გახარია, რომელიც 20 ივნისს იმყოფებოდა პარლამენტში“,- ამბობს თინა ბოკუჩავა ტელეკომპანია „პირველთან“საუბრისას.

დღეს, 4 სექტემბერს საქართველოს პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, რომელიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ წარადგინა. საკომიტეტო მოსმენების პარალელურად პარლამენტთან აქცია იმართება. „სირცხვილიას“ წევრები უკვე მეორე დღეს ბიძინა ივანიშვილის მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას დასახელებას აპროტესტებენ.

პარლამენტში შესვლის უფლება არ მისცეს არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებსაც.

გახარიას მიმართ სამოქალაქო პროტესტი 20 ივნისის ღამის შემდეგ დაიწყო. ამ დღეს პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად პოლიციამ დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი და სხვადასხვა ფორმის რეზინის ტყვიები გამოიყენა, მათ შორის ისეთიც, რომელიც ცხოველებისთვისაა განკუთვნილი. გავრცელდა ვიდეომტკიცებულებები, საიდანაც ჩანს, რომ აქციის მონაწილეებს დამიზნებით ესროდნენ.

ოფიციალური მონაცემებით, 20 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის დაშლის შედეგად, 240 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოებში, მათგან 80 სამართალდამცველი იყო. აქციის ორმა მონაწილემ თვალი დაკარგა.

20 ივნისის საპროტესტო აქცია რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს უკავშირდება. გავრილოვი საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის ფარგლებში ჩამოვიდა. მან ადგილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დაიკავა და იქიდან გახსნა რიგით 26-ე სესია, რასაც მასობრივი საზოგადოებრივი პროტესტი მოყვა. რუსი დეპუტატების დელეგაცია იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]