weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ტრანსგენდერ ქალზე სექსუალური ძალადობის და მისი დაყაჩაღების ბრალდებით შსს-მ პირი დააკავა

12:23 ოთხშაბათი, 04 სექტემბერი 2019

ტრანსგენდერ ქალზე სექსუალური ძალადობის და მისი დაყაჩაღების ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას „თანასწორობის მოძრაობა“ ავრცელებს. 

„თანასწორობის მოძრაობას“ 12 აგვისტოს დახმარების თხოვნით მომართა ძალადობის მსხვერპლმა ქალმა, რომელიც აცხადებდა, რომ უცნობ პიროვნებასთან ჰქონდა ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი. აღნიშნულმა პირმა მას არასასურველი ინტიმური კავშირიც მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო.

„თანასწორობის მოძრაობის“ ინფორმაციით, ბრალდებულმა იარაღის მუქარით აიძულა ქალს დაემყარებინა მასთან არასასურველი სქესობრივი კონტაქტი და ამავდროულად ფულადი თანხა მოსთხოვა. პირი მას ტრანსფობიური და ჰომოფობიური შინაარსის სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდა.

„თანასწორობის მოძრაობის“ იურისტებმა დაზარალებულს გაუწიეს კონსულტაცია და თანხლება გამოკითხვისას და შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე დაიწყო გამოძიება, ბრალდებულს პატიმრობა აქვს შეფარდებული“- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 137-ე და 236-ე (ყაჩაღობა, გაუპატიურება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა) მუხლების მიხედვით მიმდინარეობს. საქმეზე დადგინდა დისკრიმინაციული მოტივი, რაც დამამძიმებელ გარემოებად ითვლება საქართველოს კანონმდებლობის თანახმად.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]