weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აბასთუმანში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

10:14 კვირა, 23 ივლისი 2017
აბასთუმანში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა ფოტო © "სამხრეთის კარიბჭე"

დაბა აბასთუმანში, ქვეითად მოსიარულე 17 წლის ბიჭს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ადგილობრივების თქმით, მოზარდს ეტლით მოსარგებლე 12 წლის ბავშვი მიჰყავდა და როდესაც მათკენ მიმავალი ავტომობილი დაინახა, ის ტროტუარისკენ მოისროლა.

„სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 წლის ბიჭი მსუბუქად დაშავდა, იგი სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ადიგენის საავადმყოფოში გადაიყვანა, საიდანაც უკვე გაწერეს. რაც შეეხება ეტლით მოსარგებლე ბავშვს, მან თავის საშუალო სიმძიმის დაზიანება მიიღო. ის ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდქსის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

თვითმხილველების თქმით, ავტომობილის მოცურების მიზეზი შესაძლოა წვიმა გახდა. მძღოლი ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და არ მიმალულა.

სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში 6 939 რეგისტრირებული ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 581 და დაშავდა 9 951 ადამიანი. 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 7%-ით, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 8%-ით გაიზარდა. 3%-ით შემცირდა დაღუპულთა რიცხვი.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]