weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ბერლინის პოლიციამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ფოტო გამოაქვეყნა

12:32 ოთხშაბათი, 04 სექტემბერი 2019
ფოტოზე მარჯვნივ - ზელიმხან ხანგოშვილი ფოტოზე მარჯვნივ - ზელიმხან ხანგოშვილი

ბერლინის პოლიცია საქართველოს მოქალაქის, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცის ფოტოს აქვეყნებს და მოსახლეობას მის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს.

როგორც პოლიციის განცხადებაშია აღნიშნული, 2019 წლის 23 აგვისტოს, პარასკევს, 11:55 საათზე რაიონ მოაბიტში კაცს ესროლეს. პროკურატურისა და პოლიციის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირი ველოსიპედით გადაადგილდებოდა და რამდენჯერმე გაისროლა. მიყენებული ჭრილობებით 40 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა, რის შემდეგაც ბრალდებულმა შემთხვევის ადგილი დატოვა. მან მისამალად ელექტროსკუტერი გამოიყენა, რომლის ფოტოსაც ასევე აქვეყნებს პოლიცია. ბერლინის პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი მალევე დააკავეს.

გამომძიებლებს აინტერესებთ, ვინ ნახა ბრალდებული 20 აგვისტოდან 23 აგვისტომდე და ვის შეუძლია ამ პერიოდში მისი ადგილსამყოფელის დასახელება. პოლიცია ბრალდებულის, ასევე მის მიერ გამოყენებული ველოსიპედისა და ელექტროსკუტერის შესახებ დამატებით ინფორმაციასაც ითხოვს.

ზელიმხან ხანგოშვილმა საქართველო ორი წლის წინ დატოვა, მას შემდეგ, რაც 2015 წლის 28 მაისს, თბილისის ცენტრში მძიმედ დაჭრეს. ხანგოშვილს მაშინ ოთხი ტყვია მოხვდა, მაგრამ გადარჩა. მას გერმანიაში თავშესაფარი ჰქონდა მოთხოვნილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]