weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ცხინვალის რეჟიმი სოფელ სინაგურთან ახალი ქართული პოსტის შესახებ იუწყება

14:29 ოთხშაბათი, 04 სექტემბერი 2019
ფოტო: სააგენტო „რესი“ ფოტო: სააგენტო „რესი“

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ოკუპირებულ სოფელ სინაგურთან ქართული პოლიციის პოსტის განთავსების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. როგორც სააგენტო „რესი“ იუწყება, ადგილზე ვითარების შესასწავლად დე ფაქტო პარლამენტის წევრები გავიდნენ.

როგორც დე ფაქტო პარლამენტში განმარტავენ, საუბარი ეხება ჯავის რაიონის სოფელ სინაგურის სიახლოვეს ქართული პოსტის განთავსებას. ე.წ. დეპუტატები სიტუაციას დე ფაქტო სასაზღვრო სამსახურთან ერთად შეისწავლიან და ნახავენ, სად გადის ე.წ. სახელმწიფო საზღვარი.  

„პარლამენტარებმა მოახდინეს მყისიერი რეაგირება ინფორმაციაზე, რომელიც მოვიდა სინაგურიდან. სპიკერის ალან თადთაევის შეთავაზებით, დღეს მიმდინარე სხდომიდან დეპუტატები გავიდნენ სოფელ სინაგურში სახელმწიფო საზღვარზე ვითარების ადგილზე შესასწავლად“, - აცხადებს დე ფაქტო პარლამენტის პრესსამსახური.

სააგენტო დე ფაქტო უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით, ასევე წერს, რომ სოფელ სინაგურთან ქართული პოლიციის ობიექტის აღჭურვისთვის სამუშაოები აგვისტოს ბოლოს მიმდინარეობდა. აქვე ვარაუდობენ, რომ პოსტი აღჭურვილი იქნება საცხოვრებელი ვაგონით.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]