weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კალაძის თქმით გლდანის პარკი ვანდალურად დააზიანეს

14:54 ოთხშაბათი, 04 სექტემბერი 2019

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე დაზიანებული გლდანის პარკის ფოტომტკიცებულებები წარადგინა. კალაძემ ასევე დავალება მისცა თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურს და მუნიციპალურ ინსპექციას ადგილზე დამატებითი კამერები განათავსონ. მერისვე გადაწყვეტილებით, პარკს პატრულირებას დროებით ადამიანებიც გაუწევენ.

„ძალიან არ მსიამოვნებს, რომ ამაზე მიწევს დღეს საუბარი, მაგრამ გვაქვს ვანდალიზმის ფაქტები. დღეს შემიძლია გითხრათ, რომ პარკი არის დაზიანებული, გაუბედურებული. იგივე დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ჩვენ ქალაქთან მიმართებაში, როგორც სახლთან. არა წარმომიდგენია, რომ ადამიანები, ვინც ამას აზიანებს, საკუთარ სახლში შედიოდეს და იმავენაირად იქცეოდეს, რომ ამტვრევდეს მაგალითად თავის სამზარეულოს. ჩვენ ნამდვილად არ შევეგუებით ვანდალიზმს და თავს არ დავუხრით“,- განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ფოტოები წარმოადგინა, რომლებიც დამტვრეულ სკამებს ასახავს, მისივე თქმით, პარკი გაძარცვულია.

თბილისის მერის ინფორმაციით, პარკი, რომლის ფართობიც 3 ჰექტარია გლდანის მეექვსე მიკრორაიონში საზეიმოდ ერთი თვის წინ გახსნეს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]