„საუბარია პოლიციის უკვე არსებული საგუშაგოს რამდენიმე ასეული მეტრით გადატანაზე, რაც განპირობებულია იმით, რომ ამ მონაკვეთზე საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა მოქალაქეებისთვის ხდება მხოლოდ ქვეითად და რამდენიმე ასეული მეტრით საფეხმავლო მანძილის შემცირება მათთვის იქნება არსებითი შეღავათი. 2018 წლის მაისში მოხდა ამის შესახებ IPRM-ის (ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი) ყველა მონაწილის ინფორმირება, ასევე, ამის შემდეგაც საუბარი რამდენჯერმე იყო IPRM-ის ფორმატის მექანიზმებით. ამ ეტაპზე მიმდინარეობის მოსამზადებელი სამუშაოები“, - განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ დღეს, 4 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია ოკუპირებულ სოფელ სინაგურთან ქართული პოლიციის ახალი პოსტის განთავსების შესახებ. ადგილზე დე ფაქტო პარლამენტის წევრები გავიდნენ.