weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

თადუმაძე, მიქაუტაძე, ალანია და კიდევ 17 - ვინ გახდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლე

18:09 ოთხშაბათი, 04 სექტემბერი 2019

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უყარა. საბჭომ 48 კანდიდატიდან 20 მოსამართლე შეარჩია, მათ შორისაა მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე.

კენჭისყრის შედეგების მიხედვით, პარლამენტისთვის წარსადგენი სია ასე გამოიყურება: თამარ ალანია; მერაბ გაბინაშვილი; შოთა გეწაძე; მირანდა ერემაძე; მამუკა ვასაძე; მაია ვაჩაძე; თამარ ზამბახიძე; შალვა თადუმაძე; ზაზა თავაძე; ვლადიმერ კაკაბაძე; ლევან მიქაბერიძე; გიორგი მიქაუტაძე; პაატა სილაგაძე; ნუგზარ სხირტლაძე; ლალი ფაფიაშვილი; ნინო ქადაგიძე; ლაშა ქოჩიაშვილი; ქეთევან ცინცაძე; ალექსანდრე წულაძე და გოჩა ჯეირანაშვილი.

კენჭისყრაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 12 წევრი მონაწილეობდა. მანამდე მათ კანდიდატების კეთილსინდისიერება და კომპეტენცია შეაფასეს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 50 კანდიდატთან გასაუბრება აგვისტოში დაასრულა. კენჭისყრის შემდეგ სია განსახილველად პარლამენტს წარედგინება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]