პარკისა და მემორიალის გახსნას თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილიც დაესწრნენ.
ზურაბ იარაჯული 1972 წლის 12 მარტს თბილისში დაიბადა. 1988 წელს მან რუსეთში, კაჩას უმაღლეს სამხედრო-საფრენოსნო სასწავლებელში ჩააბარა. 1989 წლის 9 აპილის ტრაგედიის შემდეგ ის საქართველოში დაბრუნდა. ზურაბ იარაჯულმა „სუ-25“ ტიპის მოიერიშე თვითმფინავებზე გადამზადება გაიარა და კოპიტნარში პილოტად დაინიშნა.
22 წლის ზურაბ იარაჯულმა 25-მდე საბრძოლო გაფრენა განახორციელა, ბოლო 1993 წლის 13 ივლისს იყო, როდესაც აფხაზეთში, სოფელი შრომა რუსული სამხედრო შენაერთებისგან იბომბებოდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დღეს ზურაბ იარაჯულმა რამდენიმე გაფრენა წარმატებით განახორციელა. მისმა ზუსტმა ქმედებამ საქართველოში შემოჭრილ მტერს უკან დაახევინა. კოპიტნარიდან ის შევსებული შეიარაღებით აფრინდა. მის თვითმფრინავს რუსი სამხედრობის მიერ იგლას ტიპის გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსიდან გაშვებული სითბური საზენიტო რაკეტა მოხვდა.
ცეცხლმოკიდებული „სუ-25“-დან ზურაბ იარაჯული პარაშუტით გადმოხტა. ქარმა პარაშუტი მოწინაღმდეგის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე წაიღო. სამი დღის განმავლობაში კატაპულტირებული პილოტი მტრის ზურგიდან ფრონტის ხაზის გადაკვეთას და სამშობლოში დაბრუნებას ცდილობდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გუმისთის ტყეში აფხაზმა სეპარატისტებმა და ჩეჩენმა მებრძოლეებმა ზურაბ იარაჯული ალყაში მოაქციეს. 22 წლის მფრინავი, კაპიტანი იარაჯული გეგუთის ტყეში გმირულად დაიღუპა.
2013 წლის 19 სექტემბერს ზურაბ იარაჯულს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.