weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ამ სექტის საქმიანობა საფრთხეს უქმნის ჯარს - ღარიბაშვილი „ბიბლიურ თავისუფლებაზე“

11:42 ხუთშაბათი, 05 სექტემბერი 2019

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა „გირჩის“ მიერ დაფუძნებული ეკლესიის „ბიბლიურ თავისუფლების“ საქმიანობას ძირგამომთხრელი უწოდა. ღარიბაშვილის განცხადებით, მისი როგორც თავდაცვის მინისტრის პირველი საზრუნავი სავალდებულო სამსახურში გაწვევის დარეგულირება იქნება.

„ჩემთვის ეს იყო ძალიან მტკივნეული პროცესი, ის რაც ბოლო წლებში განვითარდა. მე ვიტყოდი, რომ ეს არის პირდაპირი კატასტროფა და ტრაგედია ჩვენი ერის.

ვგულისხმობ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფილირებული „გირჩის“ ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც ჩვენი მომავალი თაობის პირდაპირი დეგრადაცია ხდება, რაც არის ყოვლად დაუშვებელი.

მე არ მოვერიდები და ყოველგვარი პოლიტკორექტულობის გარეშე მინდა აღვნიშნო, რომ

ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი სახელმწიფოს და ჯარის ძლიერებას. მე არ მოვერიდები იმის თქმას, რომ ეს არის ძირგამომთხრელი საქმიანობა ჩვენი სახელმწიფოსი",- განაცხადა ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, რეფორმის განხორციელების პროცესში დასავლური ქვეყნებს გამოცდილებას გაიზიარებენ.

„ჩვენ სამხედრო სავალდებულო სამსახური უნდა დავაორგანიზოთ იმ ფორმით, როგორც არის აპრობირებული ცივილიზებულ სამყაროში. აქტიურად გავითვალისწინებთ დასავლური ქვეყნების გამოცდილებას, ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილებას. ამ დღეების განმავლობაში გავეცანი შვეიცარიის გამოცდილებას, რომელიც უნიკალურია. არის კიდევ სხვა გამოცდილებები, მაგალითად, ისრაელის, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი სამაგალითოა. ამიტომ მჯერა, რომ თქვენთან ერთად ვიმუშავებთ და აქტიურად მოვაწესრიგებთ ამ საკითხებს. ასე რომ, მთავარი საზრუნავი იქნება სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმის დასრულება“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

სავალდებულო სამხედრო სამსახურის თავიდან აცილების მიზნით, პოლიტიკურმა გაერთიანება „გირჩმა“ რელიგიური ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება“ დააფუძნა. „გირჩის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მათი დახმარებით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდისგან 25 ათასამდე ადამიანი გათავისუფლდა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]