weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბირთვულის გარდა ყველა სახის იარაღის წარმოება უნდა დავიწყოთ - ღარიბაშვილის მთავარი ოცნება

12:57 ხუთშაბათი, 05 სექტემბერი 2019

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მისი მთავარი ოცნება სამხედრო მრეწველობის აღორძინებაა. მისივე თქმით, საქართველომ ბირთვული იარაღის წარმოების გარდა, ყველა სახის იარაღის წარმოება უნდა დაიწყოს.

„სამხედრო მრეწველობის განვითარება არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მე მაგალითად მოვიძიე ინფორმაცია, რომ ყოველწლიურად მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო რამდენიმე ათეულ მილიონს შეიძლება ხარჯავდეს თუნდაც ტყვია-წამლის შეძენაში, რაც არის ერთ-ერთი მთავრი პრობლემა. ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს მთავარი პროექტი რაც მქონდა, ეს იყო ტყვიის საწარმო საქართველოში. მე ვფიქრობ ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენ და დღესვე დავიწყოთ ამის კეთება. [უნდა დავიწყოთ] ყველა სახის იარაღის წარმოება, გარდა ბირთვულის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ“,- განაცხადა ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]