weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ღარიბაშვილმა პოლიტიკური საკენკი გადაუყარა საპატრიარქოს - ზურაბ ჯაფარიძე

14:18 ხუთშაბათი, 05 სექტემბერი 2019

პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკენკი გადაუყარა „ბნელეთს“, როდესაც „ბიბლიური თავისუფლების“ წინააღმდეგ სიტყვით გამოვიდა პარლამენტში.

„სავალდებულო სამხედრო სამსახური არის ჩვეულებრივი ლეგალიზებული მონობა და ამორალურია. ამ ყველაფერს ღარიბაშვილი ვერ გაიგებს, იმიტომ, რომ არის უტვინო და მისი ინტელექტუალური შესაძლებლობები არ იძლევა იმის იმედს, რომ რამე შეიძლება გაიაზროს.

მე იმედს ვიტოვებ, რომ რაც მან დღეს პარლამენტში განაცხადა არის გადაგდებული პოლიტიკური საკენკი „ასავალ-დასავალის“ მკითხველისთვის და ზოგადად მთელი ბნელეთისთვის, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს, მათ შორის საპატრიარქოს ჩათვლით. საპატრიარქოს ყველაზე მეტად აღიზიანებს „ბიბლიური თავისუფლება“ შექმნის დღიდან და ცდილობს, რომ დახუროს ეს ორგანიზაცია. მათ გადაუყარა საკენკი და კუნთები აჩვენა, რომ რაღაცას აკეთებს, მაგრამ ვერაფერს იზამს“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პირველთან“ საუბრისას. 

დღეს, 5 სექტემბერს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა „გირჩის“ მიერ დაფუძნებული ეკლესიის „ბიბლიურ თავისუფლების“ საქმიანობას ძირგამომთხრელი უწოდა.

„ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი სახელმწიფოს და ჯარის ძლიერებას. მე არ მოვერიდები იმის თქმას, რომ ეს არის ძირგამომთხრელი საქმიანობა ჩვენი სახელმწიფოსი",

განაცხადა ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

სავალდებულო სამხედრო სამსახურის თავიდან აცილების მიზნით, პოლიტიკურმა გაერთიანება „გირჩმა“ რელიგიური ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება“ დააფუძნა. „გირჩის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მათი დახმარებით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდისგან 25 ათასამდე ადამიანი გათავისუფლდა. კანონის თანახმად, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ ის არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]