weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარ არხს“ საერთო მაუწყებლის ავტორიზაცია მიანიჭა

16:16 ხუთშაბათი, 05 სექტემბერი 2019

5 სექტემბერს კომუნიკაციების კომისიამ შპს „მთავარ არხს“  სპეციალიზებული გასართობი მაუწყებლობის ნაცვლად საერთო მაუწყებლის ავტორიზაცია მიანიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტელეკომპანიას ეთერში ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების განთავსება შეუძლია.

კომუნიკაციების კომისიას „მთავარმა არხმა“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების თხოვნით 26 აგვისტოს მიმართა. კომისიამ შეისწავლა კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია,  რომელიც კანონის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს და არხი უწყებრივ რეესტრში კერძო საერთო მაუწყებლად გაატარა.

არხი  მაუწყებლობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 9 სექტემბრიდან დაიწყებს.

„მთავარი არხი“ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2019 წლის პირველ მარტს დარეგისტრირდა. კომპანიის 51 % წილის მფლობელი „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაა. 49 %-ს კი კახაბერ ანჯაფარიძე ფლობს, რომელიც შპს „ინტერ მედია პლიუსის“ 30%-იანი წილის მესაკუთრეცაა.

„მთავარი არხი“ მაუწყებლობას ტელეკომპანია „იბერიის“ შენობიდან და მისივე ტექნიკით იწყებს. კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი ჟურნალისტებითა და თანამშრომლებით არის დაკომპლექტებული, რომლებმაც არხი საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ნოდარ მელაძის გათავისუფლების შემდეგ დატოვეს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]