weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი ცნობილია

17:27 ხუთშაბათი, 05 სექტემბერი 2019

2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი ცნობილია. მათგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს ჯილდოს მფლობელი გახდება. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები არიან:

  • თამარ ადამია – დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას და თბილისის N26 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი;
  • ნათია კურტანიძე – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის, დაწყებითი საფეხურის და ტექნოლოგიების მასწავლებელი;
  • მაია მენაბდე – ბათუმის N3 საჯარო სკოლის და კერძო სკოლის შპს „განათლება”, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • ქეთინო მერებაშვილისკოლა–ლიცეუმ პრომეთეს, გეოგრაფიის მასწავლებელი;
  • გიორგი ჭაუჭიძე – მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელი.

წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში 127 მასწავლებელი მონაწილეობდა, მათგან 5 ფინალისტი სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული საერთაშორის კონკურსში „მასწავლებლის გლობალური ჯილდო“ მიიღებს მონაწილეობას. 

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. კონკურსის ორგანიზატორია კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]