weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სააკაშვილისთვის მისჯით მოსამართლემ წარსულის გადაცდომები გამოისყიდა - ღარიბაშვილი

22:06 ხუთშაბათი, 05 სექტემბერი 2019

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ იმ მოსამართლეებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დავალებებს ასრულებდნენ, გამოსწორების შანსი უნდა მიეცეთ. 

„მე ასეთი აზრი მაქვს, თუ ადამიანი გულწრფელად, ამ შემთხვევაში საქმით აჩვენებს სინანულს ან აჩვენებს, რომ აქვს სურვილი ჩადგეს სახელმწიფოს სამსახურში, მე მგონი, ძალიან რთულია, რომ ადამიანებს გამოსწორების შანსი არ მივცეთ. სიმბოლური იყო ის, რომ მიხეილ სააკაშვილს მიუსაჯა მოსამართლემ და ამით გამოისყიდა წარსულის გადაცდომები”,- განაცხადა ღარიბაშვილმა დეპუტატების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას. 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი 4 სექტემბერს შეარჩია. მათ შორის არიან მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და ის მოსამართლეები, რომლებსაც „სასამართლოს კლანის“ წევრებს უწოდებენ. 

პარლამენტისთვის წარსადგენი სია ასე გამოიყურება: თამარ ალანია; მერაბ გაბინაშვილი; შოთა გეწაძე; მირანდა ერემაძე; მამუკა ვასაძე; მაია ვაჩაძე; თამარ ზამბახიძე; შალვა თადუმაძე; ზაზა თავაძე; ვლადიმერ კაკაბაძე; ლევან მიქაბერიძე; გიორგი მიქაუტაძე; პაატა სილაგაძე; ნუგზარ სხირტლაძე; ლალი ფაფიაშვილი; ნინო ქადაგიძე; ლაშა ქოჩიაშვილი; ქეთევან ცინცაძე; ალექსანდრე წულაძე და გოჩა ჯეირანაშვილი.

იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი მოსამართლეების სიას დაამტკიცებს, ისინი უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაინიშნებიან. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]